🏆 საქართველოში #1 კრიპტო ტრეიდინგის პლატფორმა

ჩვენს შესახებ

CryptoLab.ge - საქართველში წამყვანი კრიპტო ტრეიდინგის სიგნალებისა და საგანმანათლებლო პლატფორმა.

ჩვენი ისტორია

როგორ დავიწყეთ

კრიპტოლაბი შეიქმნა 2022 წლის 26 იანვარს, როდესაც მე, როგორც კრიპტოენთუზიასტმა, გადავწყვიტე შემექმნა სივრცე, სადაც გაერთიანდებოდნენ როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კრიპტო ტრეიდერები — ადგილი, სადაც ერთმანეთს გავუზიარებდით ცოდნას და ერთად განვვითარდებოდით.

დაარსების დღიდან დღემდე ყოველდღიურად ვცდილობ, გაგიზიაროთ ცოდნა, ანალიზები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ჩვენი ძირითადი კომუნიკაციის პლატფორმებია Telegram და Discord, სადაც შეიქმნა ჯანსაღი და მეგობრული გარემო, რომელიც აერთიანებს 2000-მდე ადამიანს.

2022 წელსვე შეიქმნა VIP ჯგუფი, სადაც ვაზიარებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც ტრეიდინგში ვიღებ — ტრეიდინგ სიგნალებსა და ანალიზებს. ეს სივრცე ერთგვარი პატარა ოჯახია, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 50 აქტიურ წევრს აერთიანებს.

VIP ჯგუფის წევრებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს, რაც შეფასებებში ნათლად ჩანს. ბევრი მათგანი, ვინც თავდაპირველად ყოველთვიურად იხდიდა, უკვე სამუდამო პაკეტებს ყიდულობს. დღეისათვის 600+ ადამიანს აქვს შეძენილი VIP წევრობა.

ასევე 2022 წელს შეიქმნა ონლაინ და ვიდეოკურსები მათთვის, ვისაც სურს ნულიდან შეისწავლოს ტრეიდინგი. დღეის მონაცემებით, კურსები უკვე 100-მდე ადამიანმა გაიარა, რაც ჩვენი გუნდისთვის დიდი მოტივაციაა.

📚
100+ კურსდამთავრებული წარმატებული ტრეიდერები, რომლებიც დღეს დამოუკიდებლად ვაჭრობენ
💎
600+ VIP წევრი რომლებიც ყოველდღიურად იღებენ პროფესიონალურ სიგნალებს
🎯
80% წარმატების მაჩვენებელი ჩვენი სიგნალების საშუალო სიზუსტე

დამფუძნებელი

ოთო მამუკაშვილი, CryptoLab.ge-ს დამფუძნებელი

ოთო მამუკაშვილი

კრიპტო ტრეიდერი • 5 წლიანი გამოცდილება

ვარ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ტრეიდერი. ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო, შევქმნა და გავაუმჯობესო ახალი სტრატეგიები და უნარები ამ სფეროში. ტრეიდინგი 2018 წელს გართობისთვის დავიწყე და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საქმიანობა ოდესმე ჩემი პროფესია გახდებოდა.

ბევრი მოგებისა და წაგების შემდეგ, 2021 წელს ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. დღეს ტრეიდინგი ჩემთვის ყველაფერია – ის არის როგორც ჩემი პროფესია, ასევე ჩემი ჰობი. სამი წლის წინ შევქმენი "კრიპტოლაბი" – ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კრიპტოვალუტის მოყვარულებსა და ტრეიდერებს.

ასევე, უკვე ორი წელია, ჩემს ცოდნას ვუზიარებ ადამიანებს ტრეიდინგის კურსების საშუალებით. მიხარია, რომ ვხედავ უამრავ წარმატებულ და საკუთარ გზაზე დამდგარ ადამიანს, რაც დიდ ბედნიერებასა და მოტივაციას მაძლევს.

5+
წლიანი გამოცდილება
100+
კურსდამთავრებული
2+
წელი მენტორობაში

ჩვენი მიღწევები რიცხვებში

👥
2K
აქტიური წევრი
📚
100+
კურსდამთავრებული
💎
600+
VIP წევრი
📈
50
აქტიური VIP წევრი

ჩვენი მისია და ღირებულებები

ჩვენი მისიაა, ქართულენოვან საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, დაეუფლოს კრიპტო ტრეიდინგს პროფესიონალურ დონეზე და მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

🎓

განათლება

ხარისხიანი და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება

🤝

გამჭვირვალობა

პატიოსნება და გულახდილობა ყველა ურთიერთობაში

🚀

ინოვაცია

მუდმივი განვითარება და ახალი სტრატეგიების ძიება

რას ამბობენ ჩვენი კურსდამთავრებულები

"ოთო დიდი მადლობა იმ ცოდნის გაზიარებისთვის, რაც კურსის გავლის ფარგლებში გამიზიარე! ფაქტიურად ახალი პროფესიის დაუფლებაში დამარწმუნა შენმა ლექციებმა და გარდამტეხი როლი ითამაშა."

"ოთოსთან გავიარე ონლაინ კურსი, რომელმაც მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. სილაბუსს ზუსტად თანმიმდევრულად მიყვება. ვისაც სურვილი აქვს ღრმად შეაბიჯოს კრიპტო სამყაროში მათთვის საუკეთესო არჩევანია!"

"დიდი რეკომენდაცია ჩემგან ოთოს, ამ კურსის გავლის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ ჩარტს, საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. გასაგებ და მარტივ ენაზე ხსნის."

"თუ ვინმეს სურს ამ საქმის შესწავლა გრძელვადიანი პერსპექტივით, უდაოდ ოთო საუკეთესო არჩევანია! Respect ჩემგან!"

"ოთოსთან გავლილი კურსი წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველივე ლექციაზე მივხვდი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. წარმატებები ოთოს და ყველას ვინც კურსს შეიძენთ."

"თუ ვინმეს სურს ამ საქმის შესწავლა გრძელვადიანი პერსპექტივით, უდაოდ ოთო საუკეთესო არჩევანია!"

VIP წევრების გამოხმაურებები

"ოთოსთან შევიძინე კურსი და ერთწლიანი ვიპ სიგნალები. უკვე ეგ თანხა გავაოთხმაგე 🤩"

"ორი წელია ოთოს სიგნალებს მივყვები, კურსიც გავიარე. მერწმუნეთ ოთოსთან ახლოსაც ვერ მოვლენ პროფესიონალიზმით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით."

"კარგი სიგნალები და იდეალური სასწავლო კურსი. ნამდვილად ღირს ამ ადამიანთან საქმის დაჭერა!"

"დაახლოებით 1 წელია ვარ და დამიჯერეთ ასეთი სანდო და ჩვენს პროფიტზე მიზანდასახული სხვა არ არის!"

"სიგნალებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მთავარია მიყვე ოთოს რჩევებს დისციპლინურად და შედეგიც სახეზე იქნება!"

"პირველივე სიგნალზე მინუსიდან ამომიყვანა, რითიც ძალიან მადლობელი ვარ ოთოსი და ვაფასებ შენს პროფესიონალიზმს!"

ვიდეო შეფასებები

🚀 შემოგვიერთდი დღესვე!

გახდი CryptoLab.ge-ს დიდი ოჯახის წევრი და დაიწყე შენი გზა წარმატებული ტრეიდინგისკენ